TAIEX AIEX

TAIEX AIEX
ტექნიკური დახმარების სამსახური – TAIEX-ი შეიქმნა მას შემდეგ, რაც კომისიის თეთრმა წიგნმა დააყენა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისათვის მომზადების საკითხი. ევროპის კომისიის ეს სამსახური თავდაპირველად გამიზნული იყო, რომ დახმარება აღმოეHინა და ინფორმაცია მიეწოდებინა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ერთიანი ბაზრის კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეეწყო კანონმდებლობის ჰარმონიზებისთვის. 1997 წლის დეკემბრის ლუქსემბურგის ევროპული საბჭოს შემდეგ ეს სამსახური მუშაობს ყველა განმცხადებელ ქვეყანასთან. ტექნიკური დახმარების სამსახური თანამშრომლობს საჯარო ადმინისტრაციებთან განმცხადებელ ქვეყნებსა და წევრ სახელმწიფოებში. იგი აწვდის გაერთიანების სამართლებრივ ტექსტებს დაინტერესებულ ქვეყნებს და აწყობს სემინარებს და ექსპერტთა ვიზიტებს ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ამის სურვილი. ამ სამსახურს მთავარი როლი აკისრია განმცხადებელი ქვეყნის კანონმდებლობის გაერთიანების სამართალთან შესაბამისობის შეფასებისას (სქრინინგის პროცესში).
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები: ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003

Georgian encyclopedia. 2013.


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»